რატომ ხტებოდა 25 წლამდე ბიჭი მეთორმეტე სართულიდან- მომხდარის დეტალები

როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველები უყვებიან 25 წლამდე ბიჭი  ფარნავაზ მეფის ქუჩაეზე მდებარე 12 სართულიან კორპუსში დაახლოებით  3-4 საათის წინ შემოვიდა. მას ეტყობოდა,რომ განერვიულებული იყო და პირდაპირ დაიძრა ზემოთ, სახურავისკენ. სახურავზე ასვლის შემდეგ,მან წელს ზემოთ ტანსაცმელი გაიხდა.  ყვიროდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ პოლიციას გამოუძახა.

როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ მას მშობლებისთვის უთქვამს, რომ არსებობს კითხვები,რომლებზეც პასუხები არ ჰქონდა და ამიტომ ფიქრობდა თავის მოკვლაზე.

ადგილზე იმყოფებოდა  რამდენიმე საპატრულო ბრიგადა, ასევე  ორი სახანძრო მანქანა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ბათუმიდან გამოძახებული დამატებითი სამაშველო სამსახური. ბათუმიდან ჩამოიტანეს აგრეთვე ე.წ. სამაშველო  ბატუტები.

25 წლის გ.გ. აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებელი ახლა არ არის. თუმცა მას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ბინა მეშვიდე სართულზე და ამიტომაც კარგად იცნობდა კორპუსს.

დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ , ოპერიაცია იმით დასრულდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უვნებლაად ჩამოიყვანეს მეთორმეტე სართულიდან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share