სუსი საქართველოში ყველას უსმენს, ხელისუფლების მოსმენისგან არავინაა დაცული – გერმანული პრესა

ბაღის აღმზრდელებიდან დაწყებული გერმანიის ელჩამდე – საქართველოში არავინ არის დაცული ხელისუფლების მოსმენებისგან, – ასე ეხმაურება გერმანული გამოცემა TAGESSCHAU.DE  საქართველოში გახმაურებულ ფარული მოსმენების სკანდალს.
გამოცემის ინფორმაციით, უკანონო მოსმენების ფაქტის გამო ცოტა ხნის წინ საქართველოს დედაქალაქში აკრედიტებულმა ელჩებმა ,,აღშფოთების გამოსახატავად მძიმე დიპლომატიური არტილერია გამოიყენეს. ევროკავშირმა სიტყვით გამოსვლისთვის საქართველოს ელჩი ბრიუსელში მიიწვია”.

გერმანული გამოცემა მოსმენების სკანდალის შესახებ ინფორმაციას ფართო საზოგადოება აწვდის.

2 და 30 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ რამდენიმე მედიის საშუალებით გასაჯაროვდა ათასობით ფარულად მოპოვებული საუბრის 52000 ჩანაწერი. უკანონო მოსმენების ობიექტი გახდა არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ ეს ასევე შეეხო მრავალი ქვეყნის წარმომადგენელს,  გერმანიიდან ევროკავშირამდე და აშშ-დან ისრაელამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას უკანონო მოსმენების ობიექტმა უცხო ქვეყნების პოლიტიკოსებმა აღნიშნეს ვენის 1961 წლის შეთანხმება, რომერლიც უზრუნველყოფს დიპლომატების ხელშეუხებლობას და  მათ მიერ გამოყენებულ კომუნიკაციას მასპინძელ ქვეყანაში. როგორც ჩანს, ეს ბევრჯერ დაირღვა.- აღნიშნულია tagesschau-ს პუბლიკაციაში.

სტატიის დასასრულს ავტორი წერს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა წინა ხელისუფლების მავნე პრაქტიკა იმის მიუხედავად, რომ 2012 წელს, როცა ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, ის საზოგადოებას კანონის უზენაესობის დაცვას შეპირდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share