ექიმი ზურაბ გურული წერს:
“კონტექსტი და ქვეტექსტის აღქმა – აუცილებელი პირობები ლოგიკური ანალიზისათვის.
გვიჭირს, ძალიან გვიჭირს ორივე პარამეტრში.
რომ არ გვიჭირდეს, ადვილად მივხვდებოდით, რომ ის, თუ როგორ ეპყრობა პატიმარ პრეზიდენტს ე.წ. მთავრობა, წარმოადგენს იმას, თუ როგორ ჩატარდება ე.წ. არჩევნების მეორე ტური და რა იქნება შედეგი. ამ მარტივი ქვეტექსტით ზომავს ახლა ერთი მიზანთროპი ერის მიერ შეურაცხყოფის ატანის კოეფიციენტს.
კონტექსტის და ქვეტექსტის აღქმის გარეშე ვერც პრიორიტეტებს დაალაგებ სწორად და არასწორად დალაგების შემთხვევაში კი “დამლაგებლების” პიროვნული ამპლიტუდა ჰარიფობასა და ნაძირლობას შორის ირხევა.
მესმის, რომ მისი უდიდებულესობა – შემთხვევითობის იმედზე ვართ, მაგრამ ისტორიულად საქართველოს არასოდეს გამართლებია შემთხვევით…”- წერს გურული.