საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 3 953 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 090 კვლევა, აქედან 35 647 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 443 PCR-ით. 25 ოქტომბერს აიცრა 4 927 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,9%-ია, ბოლო 14 დღის – 9,05%-ია, 7 დღის – 8,97%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 740 შემთხვევა;
- აჭარა – 637;
- იმერეთი – 706;
- ქვემო ქართლი – 362;
- შიდა ქართლი – 208;
- გურია – 194;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 399;
- კახეთი – 358;
- მცხეთა-მთიანეთი – 87;
- სამცხე-ჯავახეთი – 165;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 71.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 698 944 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 639 564 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 831 კი გარდაიცვალა.