„პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, თუმცა, რეკომენდაციას ვაძლევ, ვინც ჩაატარებს აქციას პოლიტიკური თუ სხვა მიზნით, ამას ვერ ავუკრძალავ, იმიტომ, რომ კანონი არ კრძალავს. დაიცვან რეკომენდაციები და ეცადონ, რომ იყვნენ დისტანცირებული“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ატარონ ყველგან პირბადე, შინ და გარეთ. თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ, დავიცვათ დისტანცია და შესაბამისად, თავი ავარიდოთ ყოველგვარ ხალხმრავალ შეკრებებს. ერთადერთი, რაც არ აკრძალულა, იგივე საგანგებო მდგომარეობის დროს, ეს იყო პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.