ერთ თვეში მთავრობის ვალი 170 მლნ ლარით გაიზარდა

ბიუჯეტის შემოსულობებში შემოსავლების წილი იზრდება. 2020 წლის 9 თვეში ქვეყნის მთავარ ხაზინაში 12.891 მლრდ ლარი შევიდა. გარკვეულწილად, ეს ზრდა ვალების აღების ხარჯზე ხდება, ყოველ შემთხვევაში, როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, იანვარ-სექტემბერში მთავრობამ 3.652 მლრდ ლარის სესხი უკვე აიღო. უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოსთან შედარებით დაახლოებით 170 მლნ ლარით გაიზარდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსულობებმა ჯამში დაახლოებით 12.891 მლრდ ლარი შეადგინა. მოცემული შემოსულობების 69.8% შემოსავლებზე მოდის, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში შემოსავლების სახით ბიუჯეტში 8,996 მლრდ ლარი შევიდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან შემოსულობებში შემოსავლების წილი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია, რაც ეკონომიკის შედარებით გამოცოცხლებაზე მიანიშნებს, თუმცა 2019 წელთან შედარებით შემოსავლების პროცენტული წილი მაინც შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 59.7%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს – 87%-ს.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ბიუჯეტის ზრდა ახალი ვალების აღების ხარჯზეც ხდება, რაზეც მოწმობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს ვალდებულებების წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28.3%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალების აღების წილი მთლიან შემოსულობებში 2019 წელს მხოლოდ 11.4%-ს შეადგენდა.
bpn.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share