“მე,ახლა ვიმყოფები არა ქართულ,არამედ-რუსულ ციხეში…ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ”

“დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!

მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ – რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა”.

ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share