ციკლიდან ვის მივეცით ხმა? – ნინო მშვიდობაძე; ლანჩხუთი – “ქართული ოცნება”

ნინო მშვიდობაძე-“ქართული ოცნება” ლანჩხუთი;
მარტივად რომ შევხედოთ: ერთ მხარეს დგანან: პრემიერი თავისი მშვენიერი მეუღლით და ოთხი შვილით, კახა კალაძე თავისი ასევე მშვენიერი მეორე ნახევრით და ისიც ოთხი შვილით, კახა კუჭავა თავისი საოცარი მეუღლით და სამი შვილით, ირაკლი კობახიძე თავისი მართლა უმშვენიერესი ცოლით და ორი ულამაზესი ვაჟით, თეა წულუკიანი თავისი ვაჟკაცი მეუღლითა და პრინცესა მერიკოთი, ნინო ლაცაბიძე თავისი საოცარი, მართლა საოცარი ოჯახით, სადაც ოთხი ქალბატონი იზრდება…
და მეორე მხარეს უგულავა, რომელსაც ვერ გაურკვევია კილაძე მისი ცოლია თუ სხვისი საყვარელი ან პირიქით, ნიკა მელია თავისი არეული ოჯახით, ბოკერია ოჯახის იმიტაციით, გვარამია გასაოცარი ქათმის გასაოცარი იმიჯით, გია ბარამიძე თავისი ქალებით და დამაგვირგვინებელი, მიშა თავისი ჰარამხანით (აღარაფერს ვამბობ ნაცების ქალებზე, რომელთა სიას მიხეილის დედა გიული დააგვირგვინებს ).
ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ვის მხარეს გსურთ დგომა, ჩემო ძვირფასებო!!!
პოსტი განთავსებულია ფეისბუკში მისივე გვერდზე;
რედაქციისაგან: შესაძლოა ამ პოსტის გავრცელება არაეთიკურია, მაგრამ მისი ავტორი იყო ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური-დღემდე, დღეის შემდეგ კი ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატია “ქართული ოცნების” პარტიული სიით.
ასე რომ ვიცოდეთ ვის ხელში ვართ-როგორც პირდაპირი-ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share