“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა”-წულუკიანი

“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა”– ასე მიმართავს კულტურის მინისტრი, ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა. მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე, ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას, ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს, და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანრმთელობის მოფრთხილებისკენ”, – თქვა თეა წულუკიანმა. 

მისივე მტკიცებით, ციხის საავადმყოფო ძალიან კარგად არის მოწყობილი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა “თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება”.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. მან დღეს კონსილიუმთან თანამშრომლობა გაწყვიტა და უარი თქვა შიმშილობის შესამსუბუქებლად მკურნალობაზე, ასევე, ანალიზების ჩაბარებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share