ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს.
მისი თქმით, მოწოდებას არ აკეთებს დამხობისკენ. ამასთან ბურჯანაძე არც მის დაჭერას გამორიცხავს.
“ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ. ეს არ გვინდა, იმიტომ, რომ მშვიდობიანად გვინდა ჩატარდეს არჩევნები და გვინდა, რომ რაღაცა აზრი დარჩეს არჩევნებს და არჩევნებისადმი მინიმალური რწმენა მაინც დარჩეს. თუ ოცივე ადგილზე დაიწერენ გამარჯვებას, დღეს თუ ხვალ, ესენი დაემხობიან.
ეს არ არის ჩემი მოწოდება დამხობისკენ, არავითარ შემთხვევაში, თორემ შეიძლება ხვალ-ზეგ ციხეშიც აღმოვჩნდე, რაც ეს არის გამორიცხული. მოწოდებას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ან ციხის მეშინია ან ხელისუფლების, უბრალოდ არ მინდა ქვეყნისთვის ცუდი, თორემ ამას ნამდვილად იმსახურებს ქვეყანა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.