“გუშინდელი თავზე გადახეული მოგების შემდეგ…უყურეთ ,,ოცნებას” აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”-ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით ოპოზიციას რჩევით მიმართავს:

“მე რომ ვიყო ახლა ოპოზიცია, რას ვიზამდი” – 1) უარს ვიტყოდი ამ არჩევნებით მიღებულ ყველა მანდატზე. 2) პროტესტით დავტოვებდი პარლამენტს. 3) პროტესტით დავტოვებდი ყველა საკრებულოს. 4) არ დავჯდებოდი არანაირ მოლაპარაკებაზე, სადაც არჩევნების მიმტაცებელი ხელისუფლება იჯდებოდა. 5) ან მივაღწევდი ცვლილებებს და გუშინდელი მოგებების აღიარებას, ან სულ წავიდოდი პოლიტიკიდან.

არასოდეს ვყოფილვარ რადიკალი, ვიყავი მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეც და ოპოზიციის პარლამენტში შესვლისაც, მაგრამ ახლა უკვე, გუშინდელი თავზე გადახეული მოგების შემდეგ, სხვა გზას, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვეღარ ვხედავ. თუ არადა, უყურეთ ,,ოცნებას” აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share