ემოციური კადრები – როგორ დახვდნენ გურიაში „ლანჩხუთის“ ქალთა კლუბს(ფოტოები)

ლანხუთელ ფეხბურთელ გოგონებს, მშობლიურ ქალაქში, შეძახილებით და ტრანსფარანტებით დახვდნენ.

ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელ გოგონათა გუნდი ლანჩხუთში დაბრუნდა. უამრავი ხალხი შეიკრიბა მათ დასახვედრად, გულშემატკივრები გუნდს, შეძახილებით და ტრანსფარანტებით დახვდნენ.

შეგახსენებთ, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ პლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო.

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი” ადგილობრივ „კლუჟს” დაუპირისპირდა და 1-0 მოიგო.

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში – გავიდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share