გაყალბების კიდევ ერთიმექანიზმი – კოვიდუბნები ქართულმა ოცნებამ ხმების მობილიზების ერთ-ერთ მთვარ საშუალებად აქცია. მეორე ტურში ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა კანდიდატმა კოვიდ უბანზე მიიღო რამდენჯერმე მეტი ხმა ვიდრე პირველ ტურში.
ოპოზიციის გარდა ამ დანაშულებრივ ანომალიაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც საუბრობენ და მიანიშნებენ, რომ მმართველი პარტიის გარდა ამ კონკრეტული მექანიზმის შექმნაში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.
განსაკუთრებულად მასშტაბური კი კოვიდ-გაყალბება სწორედ იმ ოლქებში აღმოჩნდა სადაც ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად უჭირდა.
კოვიდუბნებზე მმართვეილ პარტიის შედეგმა 80 პროცენტს გადააჭარბა. მაშინ, როდესაც სხვა უბნებზე ოპოზიციისა და ოცნების მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა 5-10 პროცენტს შორის მერყეობდა, კოვიდუბნებზე რადიკალურად გაზრდილი მონაცემია, ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ უბნების მონაცემებს შეეძლო გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგზე.
ტვ მთავარი