“ბენია და ნადია ჩხიკვიშვილებს სამი შვილი ჰყავდათ – ვიქტორი, გრიშა და სლავა”-ირაკლი მახარაძე

ბენია და ნადია ჩხიკვიშვილებს სამი შვილი ჰყავდათ – ვიქტორი, გრიშა და სლავა. გრიშა ქუჩაში ვიღაცას გამოესარჩლა თურმე და ჩხუბში მოკლეს. ვიქტორი იმ დროს ციხეში იჯდა – ციგისთვის მეზობლად მშენებარე სახლიდან ფიცარი წამოიღო, ის დაასმინეს და როგორც ხალხის მტრის შვილი ორი წლით გამოკეტეს ციხეში. ციხიდან გამოსულმა ძმის მკვლელს ვერის სასაფლაოზე, გრიშას საფლავზე მოუღო ბოლო. ისევ ციხეში დააბრუნეს. სლავა დარჩა მარტოდმარტო. ამასობაში დედა ინფარქტით გარდაიცვალა, როცა გაიგო რომ შესაძლოა ისიც დაეპატიმრებინათ. სლავამ, მომავალმა ცნობილმა ექიმმა, დაუძლურებული ძმა, რომელმაც ლამის მთელი სიცოცხლე საპატიმროში გაატარა, სახლში მიიყვანა და შეიფარა..

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share