“კრიტიკულია მდგომარეობაა, იმიტომ რომ ასეთი მძიმე სიტუაციის შემდეგ, უკვე რეანიმაციული საწოლები გადატვირთულია და პრაქტიკულად, არ არის არც რეგიონებში, არც ქალაქში. თერაპიულ საწოლებზე – ამბობენ, რომ არის. რეანიმაციული პაციენტების საწოლი რომ არ არის, ეს კიდევ ცალკე სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ პაციენტების მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ვირუსმა საკმარისად გაიდგა ფესვი. ახლა, როდესაც არის ორი სეზონური ვირუსის თანხლება, რასაც “ტვინდემიას” ვეძახით, რეალურად, უკვე სახეზეა და ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს,”- განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.