“მთავარი არხის” ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, რუსთავის ციხესთან პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. მისი თქმით, აქცია მერიასთან შეთანხმებულია და ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით ნებართვაც მიიღეს.
Facebook “ლაივში” გასვლიდან მალევე ჟორჟოლიანს გზაზე სცენის დადგმის საშუალება მისცეს.
“მე ვიმყოფები ახლა რუსთავში, იცით, რომ აქციაა დაგეგმილი და გელოდებით ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს სამედიცინო მომსახურეობას ისე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი პატიმარი, როგორც თავად ამბობენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მაღალ ხარისხს იმსახურებს”, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს რუსთავის ციხესთან 18:00 საათზე გაიმართება.