არჩევნები დასრულდა, რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების დასრულდა, თუმცა გამარჯვებულად თავი არც ერთმა მხარემ არ უნდა გამოაცხადოს. ამის შესახებ მან ორბელიანის სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნებმა “მშვიდად, შეიძლება ითქვას”. მისივე თქმით, კენჭისყრის დღეს ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის გაუმჯობესებული შედეგებით, რაც კავშირშია ამომრჩევლის ნების “თავისუფალ გამოხატვასთან.

“არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომელიც მარტო არც ერთ ძალას არ შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share