აჭარის სამედიცინო საზოგადოება მიმართვას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
ექიმები აჭარიდან პეტიციას აწერენ ხელს, რომელსაც ხვალისთვის უკვე უფრო მეტი მედიკოსი შეუერთდება.
ექიმები მოსახლეობის გარდა ხელისუფლებას და პრეზიდენტს მიმართავენ, გააცნობიერონ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი და ქვეყანა დგას – ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შიმშილობის 35 დღეა და ორგანიზმი შეუქცევადი დაზიანებების მიჯნაზეა. ჩვენი ვალია მოვუწოდოთ პარლამენტს, პრეზიდენტს გააცნობიეროს საფრთხეები და მოხდეს მისი გადაყვანა მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში – ამბობენ ექიმები.