“მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას…დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მთავრობას მიმართავს და მოსამართლეთა კლანისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს:

“მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ. ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერპლთ. ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის.” ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share