რამდენი თეთრით გაძვირდება პური?!

მალხაზ დოლიძემ ბაზარზე არსებული სიტუაცია მიმოიხილა და თქვა, რომ პურის ფასის ცვლილება ახალ წლამდე მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებულია ყველა კომპონენტი, რაც პურის თვითღირებულებაში შედის.

„გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, მსოფლიო ბირჟებზე 320 დოლარიდან 350 დოლარამდე რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა ხორბლის ფასი. ეს საქართველოსთვის იმის ნიშანია, რომ თადარიგი უნდა დავიჭიროთ ვაწარმოოთ ხორბალი და მეტად უნდა გაიზარდოს შიდა ბაზრის ხვედრითი წილი. ეს დღის წესრიგში უკვე დგას“, – განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, რამდენი თეთრით შეიძლება გაიზარდოს პურის ფასი, დოლიძე ამბობს, რომ მაქსიმუმ 5-10 თეთრით.

,,სხვა ქვეყნებთან შედარებით პურპროდუქტებზე საქართველოში ფასი ნორმალურია, თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. უმაღლესი ხარისხის ფქვილი, რომელსაც საკონდიტროები იყენებენ, 90 ლარი ღირს, ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი ოდესმე ყოფილა. უახლოეს მომავალში პურის გაძვირებას არ ვპროგნოზირებ. ამის იმედს მაძლევს ის, რომ ,,სახელმწიფოს მამები“ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს გაუმართავს წარმოებას, რომელიც სასიცოცხლო პროდუქტს უშვებს. პურზე შეიძლება ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, 5-10 თეთრით მაქსიმუმ. ახალ წლამდე ცვლილებას არ ველოდებით“- განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share