ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი სასამართლოზე ციხიდან არ გაიყვანონ-ბრეგაძე

„ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, იმიტომ, რომ, როგორც მოგახსენეთ, აქ, შეიძლება, საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ იგი და დავიცვათ მართლწესრიგი. ჩვენ ისედაც დავღალეთ საზოგადოება ამდენი საუბრისგან და თუ კი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს, ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. არ შეიძლება, რომ მთელი რესურსი იყოს მიმართული ერთი ადამიანის დაცვაზე და ამ მუდმივი პროვოკაციების თავიდან არიდებაზე, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პროცესი ჩატარდეს მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში.-

თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მიხეილ სააკაშვილზე, რუსთავი ორის ეთერში, იმედის საქმეზე ჩანიშნული სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც 10 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share