გადაუღებელი თოვლის გამო კურორტ ბახმარომდე მისასვლელი გზა დღეს დილიდან ჩაკეტილია.
როგორც „გურიის მოამბისთვის“ ხდება ცნობილი, კურორტზე დაახლოებით150-200 კაცია ჩარჩენილი. რომლებიც სედანის ტიპის ავტომობილებით ორი დღის წინ ავიდნენ.
როგორც ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ გვითხრა, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, რომ მორიდებოდნენ ამ პერიოდში კურორტზე შესაბამაისი გამავლობის არმქონე მანქანებით ასვლას, რატომღაც მოსახლეობამ ეს არ გაითვალისწინა.
„გადაუღებელი თოვლის გამო კურორტზე 150-200 ადამიანია ჩარჩენილი, ისინი 50 სედანის ტიპის ავტომობილებით ავიდნენ კურორტზე, მიუხედავად იმისა რომ ყველა გაფრთხილებული იყო, მათ დაუდევრობა გამოიჩინეს, ბახმაროზე ვერ გათვლით როდის რამხელა თოვლი მოვა, ამიტომ საჭიროა მაღალი გამავლობის ტრანსპოროტით ასვლა . 42კმ ვიმყოფები ახლა მე, დაახლოებით 8 კილომეტრით მივუახლოვდი კურორტს, ტექნიკა მუშაობს, მაგრამ თოვამ ისევ დაიწყო და ძნელია რამის პროგნოზირება. 33-ე კილომეტრის შემდეგ დაკეტილია გზა ჩხაკაურასთან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დენი მოგეხსენებათ კერძო ობიექტებს აქვს, ასევე აქვთ გენერატორები. მუშაობს კვების ობიექტები. სპეც-ტექნიკა და ბურანები მოძრაობს კურორტის მიმართულებით და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანები გამოვიყვანოთ უსაფრთხოდ.თუ თოვამ დაგვაცადა შევძლებთ იქ დარჩენილი ავტომობილების გამოყვანასაც.“- გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
ჩვენ ასევე შევძელით დაკავშირება ილო ღლონტთან, რომელიც ჩარჩენილია კურორტზე, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი თითქმის დამჯდარი ქონდა, მან მცირე კომენტარი მაინც გააკეთა :
„მუშაობენ ტრაქტორები, გვითხრეს რომ მალე მოგვარდება ეს პრობლემა და გაგვიყვანენ, დიდი თოვლი არ არის მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა რომ აქ ჩავრჩენილიყავით.“- გვითხრა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან დიდთოვლობის გამო ბახმაროს შემოვლითი გზა ჩაკეტილია. იქ დაახლოებით 150-200 კაცია ჩარჩენილი, მათშორის მცირეწლოვანი ბავშვები. ისინი ორი დღის წინ ავიდნენ კურორტზე და გადაუღებელი თოვლის გამო კურორტზე ჩარჩნენ. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეც-ტექნიკ,ა რათა მოსახლეობა გამოიყვანონ კურორტიდან.