ჩვენი დღვანდელი მომართვით კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უპირობო სოლიდარობას მიშას და საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც უნდა ცვლილება და ცვლილება არის გარდაუვალი, რადგან ცვლილება არის ერთადერთი მუდმივი ცხოვრებაში – ნათქვამია ქართველი ემიგრანტების მიმართვაში, რომელსაც ისინი გერმანიიდან, ჰამბურგიდან ავრცელებენ.
“ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო, მიშა,
ჩვენ არჩევნები წაგვართვეს! მიშა ციხეშია, საქართველო დღეს ციხეა და ყველა მძევალია შეძლებული თუ ღარიბი. ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და კარგად იკვეთება უკვე ვინ იქნება კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის ბნელ მხარეს და ვინ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ნათელ მხარეს. დღეს ჩვენ ყველა ერთად ვწერთ ისტორიას და საქართველოს უკეთესი მომავლის მოსაპოვებლად დღეს ჩვენი ერთადერთი გზა რჩება შეუპოვრობა, უსამართლობასთან ბრძოლა.
უსამართლობასთან ბრძოლა. კაცობრიობის ისტორიას ანტიკიდან მოყოლებული შეუპოვრობის და სიმართლისთვის ბრძოლის ბევრი მაგალითი ახსოვს, ეს არის პოლიტიკური პარტიციპაციის მოთხოვნა, ეს არის ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და უფრო მეტიც, ეს არის დღეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი. ამ ბრძოლაში ჩვენი ინსპირაცია უნდა იყოს ჩვენი ეროვნული მოძრაობა და მისი გმირები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ჩვენი ინსპირაცია უნდა იყოს ჩვენი უახლესი ისტორიის უდიდესი მონაპოვარი – ვარდების რევოლუცია და მისი გმირები მიხეილ სააკაშვილის წინამძღოლობით. ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ, ემიგრანტები ვიყავით ოქტომბერში თბილისში, ნაწილი დღესაც თბილისშია, მაგრამ ყველა ფიზიკურად ვერ ვდგევართ ამ წუთას თქვენს გვერდით, თუმცა ვიბრძვით თქვენთან ერთად და ხმას ვაწვდით მსოფლიოს, რომ არჩევნები მოგვპარეს და ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ვითხოვთ საქართველოს მოსახლეობის კოლექტიური სურვილის პატივისცემას, რაც არის დემოკრატია, კეთილდღეობა, პერსპექტივები, სოციალური, ტოლერანტული და სოლიდარული საზოგადოება. ემიგრაცია არ აპირებს ამ ბრძოლის შეწყვეტას, ჩვენ დიდი ძალა ვართ ყველა ერთად.
დღეს ჰიბრიდული ომშია საქართველო მაგრამ საქართველოს ვერ დაამარცხებენ ბნელი ძალები, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, სიბნელე სინათლეს ვერ დაამარცხებს! საქართველო არაა მხოლოდ ექსკლუზიური ჯგუფების ქვეყანა, ეს ჩვენი ქვეყანაა!
მიშა, Mikheil Saakashvili თქვენ ემიგრანტებს მოგვიწოდეთ ვიყოთ ჩართულები საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. ჩვენთვის ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია. ჩვენ იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა საქართველო მაგრამ არ ვაპირებთ მის დათმობას, ვიბრძვით თქვენთან ერთად!
გეხვევით, თქვენი ემიგრანტები.” ნათქვამია მიმართვაში.
დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 37-ე დღეა.