ოპოზიციის ულტიმატუმი “ოცნებას” – სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად ხელისუფლებას 24-საათი აქვს

დროის ათვლა დაწყებულია – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

მელიას განცხადებით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორშაბათს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

„ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ თუ კიდევ რამე საღი აზრის მარცვალი შერჩენია იქ ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ 24 საათში ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს, საღამოს რვა საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share