ხელები უკანკალებს -ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ნერვოლოგიური დაავადება დაეწყო

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნერვული დაავადება დაემართა და ხელების კანკალი დაეწყო.

აღნიშნული ინფორმაციისა გადამოწმებას ითხოვს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, რომელსაც გლდანის ციხეში გაურკვეველი მიზეზებით არ უშვებენ.

”მთელი დღეა, აქ ვდგევარ და ჯერ არავითარი საშვი არ მოუციათ, ძალიან რთული საკითხია, რაც ადვოკატებისგან მესმის, ტრამვა აქვს, ხელები უკანკალებს.” – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმების განმარტებით, ხელების კანკალს კალიუმის ნაკლებობა იწვევს. ეს კი პრეზიდენტის სიცოცხლის ლეტალური დასასრულის საშიშროებას ქმნის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share