“ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი” – რას წერს სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანზე?

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის…. ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან…”, – წერს სანდრა რულოვსი.
ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share