ყველას იჭერენ, ვისაც უნდათ კიდებენ ხელს და იჭერენ, საპოლიციო ხელისუფლებაა, უზურპატორი ხელისუფლების ძალაუფლება დგას თოფიან ხალხზე. სუს-ი და პოლიციის მეტი დასაყრდენი ამათ აღარ აქვთ – აცხადებს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სუს-თან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
თავად ჯაფარიძეც ამ წუთებში უსაფრთხოების სამსახურთან იმყოფება, სადაც პოლიცია აკავებს ყველას, ვინც კი ტერიტორიაზე გაივლის – დაიღლებიან, უნდა გავწყვიტოთ წელში დაღლით – ამბობს ჯაფარიძე პოლიციაზე საუბრისას
არსებული მონაცემებით, სუს-თან 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
აქციები დედაქალაქის მასშტაბით ერთდროულად, სუს-ის გარდა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთანაა.