თბილისში ქარის შედეგად დაზიანებულია სახურავები და სარეკლამო ბანერები, წაქცეულია ხეები

თბილისის მერიის განცხადებით, დღეს ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა.

“სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.” – წერს თბილისის მერია

თბილისის მერიის თქმით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მერიის თქმით, თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები პრობლემურ ადგილებში იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share