“მოგმართავთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობას, არ შეასრულოთ დანაშაულებრივი დავალებები, არ გახდეთ იარაღი რუსეთის ფედერაციის ხელში” – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი, ზვიად ჭეჭელაშვილი საუბრობს, რომლის მიმართვასაც ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.
”მე გახლავართ საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი,ზვიად ჭეჭელაშვილი. მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლისთვისაც ხვალინდელი ადრე სულერთი არ არის და ფიქრობს ამაზე. არ დაემორჩილოთ ხუნტად ქცეული ხელისუფლებას . მინდა მივმართო საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, არ დაემორჩილოთ ხუნტად ქცეულ ხელისუფლება, ნუ შეასრულებთ დანაშაულებრივ ბრძანებს, გაიაზრეთ რა პროცესების წინაშე იმყოფებით და შეგნებით და შეუგნებლად, ნუ გახდებით კრემლის იარაღი. სოლიდარობა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს , თავისუფლება მიშას” – ამბობს ზვიად ჭეჭელაშვილი.