“გაიღვიძე ევროპავ!…გადადგი უფრო თამამი ნაბიჯები!” – გერმანიაში მცხოვრები ქართველების მიმართვა

გერმანიაში ზრდასრულთა განათლების და გადამზადების სფეროში მოღვაწე ქართველები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ და წერენ, რომ ამ საკითხზე ევროპის დუმილი სწორი მიდგომა არაა.

ისინი დასავლეთს უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ:

“არ ვხედავ, არ მესმის, არ ვამბობ” – სწორი მიდგომა არ არის! მიხეილ სააკაშვილი ციხეში: მუქარა და შეურაცხყოფა. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა გაუარესდა. ევროპა დუმს.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი და უპარტიო სასამართლოზე საუბარი ზედმეტია. სასამართლო სისტემა უზარმაზარ ეჭვებს ბადებს იმის გამო, თუ როგორ იმართება ზოგადად პროცესები. არც ისაა დიდი საიდუმლო, თუ ვამხელთ, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზებულია, საქართველო შერჩევით სამართალს წარმოადგენს, და ეჭვები პოლიტიკური მოწინააღმდეგის სამართლებრივ დევნაზე არ არის უსაფუძვლო.

შეგახსენებთ: ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაუძინებელი მტერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მისი მარჯვენა ხელი ღარიბაშვილი დაიმუქრა სატელევიზიო ეთერში, რომ თუ ის “ჭკვიანად არ იქნება, კიდევ დაუმატებენ მუხლებს”. არადა საქართველოს პრიორიტეტი ხომ ევროპული ინტეგრაცია იყო, რომელიც ეროვნულ მიზნად გამოცხადდა?! შეგახსენებთ, ციხის საავადმყოფოს აღჭურვილობა არ შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო რეკომენდაციებს. საქართველოს სახელმწიფო უხეშად არღვევს საკუთარ ვალდებულებას პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის ღირსება.

საქართველო ან დაადგება დემოკრატიული განვითარების გზაზე, როგორც დემოკრატიული ქვეყნების ნაწილი, ან მარტოდდატოვებული ჩაუვარდება ხელში კვლავ რუსეთს და რუსულ ძალებს და გახდება მათი მანიპულაციის მსხვერპლი. გაიღვიძე ევროპავ! გადადგი უფრო დიდი და უფრო თამამი ნაბიჯები! არ ვხედავ, არ მესმის, არ ვამბობ სწორი მიდგომა არ არის!” – წერია მიმართვაში. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 42 დღეა შიმშილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share