“შენნაირ ხალხზე დგას საქართველოს ისტორია, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად”, – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის საავადმყოფოდან გათავისუფლებულ ექიმს. მისი მიმართვა გლდანის ციხის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
“მივესალმები ჩემი მხარდაჭერისთვის ოზურგეთის საავადმყოფოდან დათხოვნილ ექიმს, ლევან გოგუაძეს. ძმაო ლევან, შენი მომავალი ნათელია, შენთვის რეპრესიების მომწყობი ზონდერებისა კი ბნელი და უკუნი. შენნაირ ხალხზე დგას საქართველოს ისტორია, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მიხეილ სააკაშვილი, – წერია მიხეილ სააკაშვლის მიმართვაში.
შეგახსენებთ, ოზურგეთის მედალფას კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზეოლოგიის სამსახურის უფროსი ლევან გოგუაძე სამსახურიდან დღეს დაითხოვეს.