“სიცოცხლე მიხეილ სააკაშვილს” – კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელმა შიმშილობა დაიწყო

ექიმმა და კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ შიმშილობა დაიწყო – ამის შესახებ მან “მთავარი არხის” გადაცემა, “დღის სტუმარში” ისაუბრა. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართა და ამბობს, რომ შიმშილობას გააგრძელებს იქამდე, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და მესამე პრეზიდენტს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარებას არ გაუწევენ.

“ვშიმშილობ იმისათვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს პაციენტის უფლება და იგი დროულად გადაყვანილი იქნას ნორმალურ სტაციონარში, პოლიპროფილურ სტაციონარში, იქ სადაც იქნება აღჭურვილობა, მულტიპროფილური, დისციპლინის სპეციალისტი და სადაც რეალურად შეძლებენ მსგავს მდგომარეობაში არსებული პაციენტის გადარჩენას” – ამბობს ვილი პაჭკორია.

როგორც ექიმი ვილი პაჭორია ამბობს, ექიმის მოთხოვნაზე არ რეაგირებს ჯანდაცვის მინისტრი,  ექიმსაც კი არ ღებულობს არა თუ პოლიტიკოსებს,   გადავწყვიტე დავიწყო შიმშილობა პაციენტის უფლების დაცვიდან გამომდინარე.

“სამწუხაროდ ვცხოვრობთ იმ რეალობაში სადაც პაციენტის სიცოცხლე არ არის დაცული. დღეს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, რომელიც  შესაძლებელია კიდევ უფრო დამძიმდეს და კატასტროფული შედეგიც გამოიღოს ამან.  [..] კიდევ ერთხელ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქტი გახლავთ ეს, ჩემს მიერ შესრულებული როგორც ექიმის, როგორც მედიცინის მუშაკის, როგორც მედიცინის დოქტორისა და პროფესორის” – ამბობს პაჭკორია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share