კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო მუშაკები აიცრებიან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება და ხელმისაწვდომი გახდება, თუ ვინ აიცრება პირველ რიგში.

გამყრელიძის თქმით, ყველაზე მეტად რისკჯგუფს განეკუთვნებიან სამედიცინო მუშაკები, შემდეგ უკვე ხანდაზმულები და ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ.

„ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკჯგუფი არიან ჩემი კოლეგები, ანუ პირველ რიგში ალბათ ყველგან აიცრება სამედიცინო პერსონალი, იგივე აშშ-ის იწყებს აცრას სამედიცინო პერსონალით, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ, ექიმები და მათ შორის სამედიცინო პერსონალი. იცით, რომ ჩვენ იგივე გრიპის ვაქცინაში ერთ-ერთ მთავარ რისკჯგუფად გვიდევს სამედიცინო პერსონალი და ბოლო მონაცემებით, სადღაც 30 000-მდე იყო აცრილი ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სამედიცინო პერსონალიდან.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დაამტკიცებს და დასტურს მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share