”იშვიათად ვწერ ამ თემაზე, რადგან საახლობლოში ბევრი გადაქაჩული მყავს, რომელიც მედლის მოლოდინშია ან თავი გმირი ჰგონია და გაიძახის-არ ავიცრები! ხოდა რას გეტყვით ახლა თუ იცით? ერთმა უპასუხისმგებლო მშობელმა კოვიდიანი ბავშვი გამოუშვა ბაღში…დაინფიცირდა ყველა მასწავლებელი, მათი ოჯახის წევრები, ბავშვები…კიდევ დაინფიცირდა ევო, ევო, ევო…დედა, მამა, ბებია და მოვიდა ჩემამდეც. რომ გაიძახით ეს უგუნურნიი…დავიჩიპებით! მიგვაერთებენ! გვმართავენ!…თქვე ბაბუაცხონებულებოოო! ყველას მობილური ტლ. გაქვთ, აიდპასპორტები და კიდევ ჩიპიო გაიძახით? თუ აიცერი და იმუნიტეტი გაიძლიერე დანაშაულია და კოვიდიანები რომ დადიხართ და საკუთარ და სხვების სიცოცხლეს საფრთხეს უქნით…სამოთხეში მოხვდებით თუ გმირის გვირგვინებს დაიდგამთ? მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მაინც იქონიეთ და დაჯექით სახლში, ბავშვებს და თავს მიხედეთ! ” – წერს ოზურგეთელი პედაგოგი, გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკოს” ერთ ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე.