“როცა 20 წელიწადი მებაჟე იყავი და ქრთამით იტენიდი ჯიბეებს.
როცა 20 წელიწადი გაიშნიკი იყავი და ქრთამით იტენიდი ჯიბეებს.
როცა 30 წელიწადი ლექტორი იყავი და ნიშანს 50 ლარზე ნაკლებად არ წერდი, მაგრამ მაინც იწელიგენციის წევრი გერქვა.
როცა მართვის მოწმობებს 100 დოლარად ყიდდი.
როცა ძველი ბიჭი იყავი, უბნის შპანაც ხელში გეჭირა და პოლიციის უფროსსაც შეჩემათი მიმართავდი, როცა ვერცერთ დანაშაულზე პასუხს ვერავინ გაგებინებდა.
როცა მინიმუმ 3 მილიონიანი ფაბრიკა ქარხნები 50 ათას მანეთად გქონდა სახელმწიფოსთვის აწაპნული, როცა ამ ქარხნებში ეგრეთწოდებული „ლევი” ხაზებით გქონდა შეყვანილი დენი, წყალი და გაზი, არ იხდიდი ბიუჯეტში არც 1 კაპიკს, რაც არ უნდა დიდი ბიზნესი გქონოდა.
როცა უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, ბირჟაზე ძველბიჭობდი და მერე ქალაქის მერად ან საერთოდ გუბერნატორად დაგნიშნა მოქალაქეთა კავშირმა და სახელმწიფოს ყველა დონეზე ყველა დიდი თუ პატარა ჩინოვნიკი ქრთამს იღებდი.
და ასე უცბად ცა მოწმენდილზე, მოვიდა ვიღაც გიჟად შერაცხული მიშა და ეს ყველაფერი ყველას წაართვა:
დაამთავრა კორუფცია.
50 ლარიან ლექტორებს ან ხელი ააღებინა ფულზე ან ჩარეცხა.
გააუქმა გაი და შექმნა არაკომრუმპირებული, სამაგალითო საპატრულო პოლიცია.
შეიქმნა მომსახურების სააგენტო, სადაც მართვის მოწმობა აღარ იყიდებოდა.
შავ სამყაროს გამოუცხადა დაუნდობელი ბრძოლა, ზუსტად ისეთი როგორიც მათი მენტალიტეტის დამთავრებისთვის იყო საჭირო.
აი სწორედ ამას არ და ვერ პატიობს დღემდე ქართული ინწელიგენცია, შავი სამყარო და ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითად მოყვანილი რამდენიმე პროფესიის წარმომადგენელი.
ამიტომაა გახარებულები და აჟიტირებულები უყურებენ, როცა მიწაზე ახოხიალებენ ყოფილ პრეზიდენტს, საერთოდ მიკვირს რატომ ნაჯახებით და ფიწლებით შეიარაღებულები არ გამოდიან ქუჩაში ეს მიშას ჩარეცხილი ხალხი და არ ხოცავენ მშვიდობიან მიშას განმათავისუფლებელი მომიტინგეებს, ან მიშას რატომ არ კლავენ ციხეში იმ სამყაროს წარმომადგენლები, რომელბიც ფეხს ვეღარ დგავენ ქართულ მიწაზე და აკი უკვე უკრაინიდანაც აძევებენ მიშას ინიციატივით ქურდ ბიჭებს.
დღეს მიშა მეორედ ამარცხებს, ფსიქოლოგიურ ომში შავ სამყაროს საკუთარ სამფლობელოში ციხეში.
დღეს მიშა კიდევ ერთხელ ცდილობს ეს ქვეყანა ამოიყვანოს ამ წუმპიდან სადაც ვართ, მოგვაშოროს ისეთი მმართველები ვინც იანუკოვიჩის და ლუკაშენკოს მსგავსად ევროპას და ამერიკას მტრებს ეძახიან.
ამიტომ თავისუფლება მიშას!!! “
ლექსო ნასუაშვილი