საქართველოში გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რადგან ამის გაკეთებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს – ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩნოსანი დევიდ კრემერი. ამჟამად ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა.
“გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, არ მგონია რომ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეძლოს. შეიძლება, ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა, ვიცი რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, შეიძლება ამაში შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმედია პომპეომ პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა, რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის, საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს.
ზუსტად რა შეიძლება იყოს კომპრომისი და გამოსავალი ეს ქართველების გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი პოლიტიკური ქაოსი, მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება, იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა და მათ შორის აშშ–მ შეიძლება თქვან, რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასე არეულია, იმედი მაქვს პრობლემა გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და ყველაფერი სწრაფად მოგვარდება” – ამბობს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრემერი.