“ლანჩხუთი” ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან შეჯიბრში შვედურ “როსენგარდს” დაუპირისპირდება. 9 ან 10 დეკემბერს პირველი მატჩი საქართველოში ჩატარდება.წილისყრა უეფას ოფისში დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ,19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ პლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო.
რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი” ადგილობრივ „კლუჟს” დაუპირისპირდა და 1-0 მოიგო.
ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა.