მას აქვს ბევრი მინუსი, მაგრამ მიშა სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა ამ ქვეყნის ყველაზე ცუდი ხელისუფალი, არანაირად! – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მიშას წამებაზე საზოგადოების ნაწილის სიხარული არის ბიძინას ბრალი და არა თავად მიშასი.
ბიძინამ, ანუ რუსულმა პროპაგანდამ შეძლო დაემსხვრია მიშას რეალური იმიჯი.
ხალხი ნელ-ნელა შეაჩვია, რომ მიშა არის გიჟი, ნარკომანი, რუსეთის კაცი, მკვლელი, მოძალადე, ქალებს აუპატიურებს, აჭამს ძუძუებს, ცოლი ყიდის ადამიანის ორგანოებს და ა.შ.
თან ამ ყველაფერს უწყვეტად გვტენიდა გონებაში წლების განმავლობაში.
საზოგადოებამაც დაიჯერა.
ბიძინას ანუ რუსეთს ეს ფონი სჭირდებოდა პოლიტიკის მოსასპობად ამ ქვეყანაში.
მიშას ასეთი იმიჯი გახდა ოპოზიციის და ზოგადად კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის საბაბი.
არავის უნდა ჰქონოდა უფლება დაეცვა მიშა, რადგან მიშა დიქტატორი იყო – ეს სტრატეგია ამოძრავებდა ბიძინას.
მიშათი დააშინა ხალხი და დაარწმუნა, რომ ნებისმიერი უბედურება უნდა ავიტანოთ, მთავარია მიშა არ დაბრუნდეს.
მიშა სააკაშვილს აქვს ბევრი მინუსი, მისი ხელისუფლება იდეალურისგან შორს იყო.
მაგრამ მიშა სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა ამ ქვეყნის ყველაზე ცუდი ხელისუფალი, არანაირად!
და თუ ახლა მაინც დაფიქრდებით, ახლა მაინც თუ შეძლებთ სიმართლისთვის თვალის გასწორებას, ახლა, სულ ცოტა ხნით მაინც თუ შეძლებთ საკუთარი სიძულვილის მიზეზების გაანალიზებას, აუცილებლად მიხვდებით, რომ
მიშა სააკაშვილი არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას – დამცირებას, წამებას და უსამართლობას!
უბრალოდ სურვილია საჭირო, რომ თავი არ მოიტყუოთ“ – წერს ნიკა ქავთარაძე.