”16 ნოემბერს ავტოკოლონებით მსვლელობა გვექნება, სამი ადგილიდან დავიძვრებით”-მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16 ნოემბერს ავტოკოლონებით მსვლელობას გეგმავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, აქტივისტები თბილისში, 14:00-ზე სამ ადგილას შეიკრიბებიან.

“პირველი ლოკაცია არის რესპუბლიკის მოედანი, მეორე დავით აღმაშენებლის ხეივანი, ცესკოსთან, ხოლო მესამე – ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილზე. ევროკავშირის დროშებით, საქართველოს დროშებით, სიგნალებით ხმამაღლა გავაპროტესტებთ რეჟიმს და მის არაადამიანურ სახეს” – განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ “ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩამოინგრევა რუსული რეჟიმი ქართული ოცნების სახელით”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share