“აჩო, შეირგე რომ არ გახსენებთ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მიშა მაგარიას რომ ბღაოდი

”აჩო კითხულობს თალაკვაძე, რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება მიშას, სამოქალაქო საავადმყოფოში რომ გადაიყვანონო. აჩო, მიდი რა აზაბოჩენ მუზებს მიხედე. შეირგე რომ არ გახსენებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მიშა მაგარიას რომ ბღაოდი. 2007 წლის 7 ნოემბერს დარბეულ რუსთაველზე მარშით რომ ჩამოიარე, ეგაც გვახსოვს ”.- ასე ეხმაურება ჟურნალისტი, შორენა მარსაგაშვილი არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას, სადაც ის ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არც მძიმეა და არც მკურნალობის მხრივ აქვს პრობლემა.

დღეს როგორც ჩანს, “ოცნების” ლიდერებმა ახალი მესიჯბოქსი გაახმოვანეს და ის სწორედ სააკაშვილისთვის გლდანის ციხეში შესაბამისი პირობების არსებობას შეეხებოდა. სწორედ ამიტომ, დღეს ყველა ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდა, რომ სააკაშვილი პალატაში მკურნალობს და მას სხვადასხვა პროფილის ექიმები ემსახურებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share