საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი:
„ბედნიერებაც პირობითია…
და ახლა, როდესაც ვხედავ თქვენს ბედნიერ სახეს, მებრალებით. მებრალებით რადგან ეს ბედნიერება ყველაზე დიდმა უბედურებამ, შურისძიების გრძნობამ მოგანიჭათ.
სულ ერთი წამითაც კი, რომ შეძლოთ ამის გაანალიზება, აუცილებლად დაინახავთ საკუთარ თვალებში იმ ჯოჯოხეთის ცეცხლს, რომელმაც თქვენში ყველაზე ღირებული, სიყვარულის გრძნობა, უმოწყალოდ დაწვა და დაფერფლა!!!
დიახ, ბედნიერებაც პირობითია…
და თქვენ ახლა, სიყვარულთან უზიარებელი, ყველაზე უბედური – “ბედნიერები” ხართ!!!“