ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიდა, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მთავრობას ინფორმაციის მიწოდებისთვის 2-კვირიან ვადას არ მისცემდა.
“სტრასბურგის სასამართლოს რომ ჩაეთვალა, რომ პატიმრის მდგომარეობა არის კრიტიკული, სახელმწიფოს არ მისცემდა ორკვირიან ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა იქნეს ინფორმაციული მიწოდებული. შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის კრიტიკული და ნათლად დაინახეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება რეაგირებები. ამიტომ მაშინ როცა მათი დასკვნა და რეაგირებები იქნება ცნობილი, მეტ-ნაკლებად დაესმება წერტილი ამ მანიპულაციებს”. – ამბობს ნინო წილოსანი მთავარ არხთან ინტერვიუში.