დღეს, “პოეტების მეფის”, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს. საქართველოს სახალხო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა.
1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებიმა” ავტორს “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანეს.
1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა ,,გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს.” 1924 წელს იგი იყო ჟურნალ ,,მნათობის” ერთ-ერთი ფუძემდებელი.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი და მრავალფეროვნება შესძინა.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. “პოეტების მეფემ” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოსის გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა.