ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მორიგი გამარჯვება

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის ზედა ჯგუფში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბმა. ამჯერად გურულებმა “კვარტალი” დიდი ანგარიშით – 4:0 დაამარცხეს.

ამ გამარჯვების შემდეგ “ლანჩხუთს” 22 ქულა დააგროვა და 10 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ “კვარტალს”.

მორიგ შეხვედრას ლანჩხუთელები 21 ნოემბერს სტუმრად ხობში ჩაატარებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share