რამდენიმე დღე არ ვიქნები საქართველოში, მომხსენებელი ვარ საერთაშორისო ფორუმზე – Future of Democracy, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს:
“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღე არ ვიქნები საქართველოში, ვინაიდან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით მომხსენებლად ვმონაწილეობ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე – Future of Democracy, სადაც ვისაუბრებ დემოკრატიის გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებზე.
ბოდიშს გიხდით, ვისაც აღნიშნული მიზეზის გამო ვერ გიპასუხებთ ან ვერ შეგხვდებით ამ დღეებში”, – წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, როდესაც მისი საქართველოდან წასვლის შესახებ გახდა ცნობილი, სოციალურ ქსელში მსჯელობა იყო თუ სად წავიდა. მის წასვლას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც უკავშირებდნენ.