საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის ამოსავალი წერტილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ჰარცელის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიმართ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.
მე არ მაქვს კვალიფიკაცია, რომ სამედიიცნო დასკვნა შევაფასო. მთავარი ამოსავალი წერტილი ევროკავშირისთვის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მის მიმართ დმაოკიდებულება უნდა იყოს სწორად და მყისიერად შეფასებული. ეს უნდა იყოს დაფუძნებული ექიმების რჩევენბზე და ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებების კონვენციაზე. მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მანდატი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით არის.
თუმცა მე არ ვარ იმ ადგილზე, რომელმაც შეიძლება რაიმე კომენტარი გააკეთოს სამედიცინო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე მთლიანი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”, – ამბობს კარლ ჰარცელი.