ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციაში, ხორბალსა და პურის ფქვილზე, ფასების ზრდას ელოდებიან, რის გამოც მეფრინველეობის ასოციაცია კვერცხის ფასის ზრდასაც ვარაუდობს.
“ჩვენ ეტაპობრივად ვუახლოვდებით, იმ მიჯნას, რომ ახალი, უფრო გაძვირებული ხორბლის ეფექტი იმოქმედებს, სადღაც ათ დღეში უკვე, თავისთვად ეს აისახება პურის ფასზე.” – ამბობს ლევან სილაგავა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
მეფრინველეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მეფრინველეობის პროდუქტებზე ფასის ზრდას, გაძვირებული ხორბალი იწვევს და ერთადერთი გამოსავლი მთავრობის მხრიდან ხორბლის სუბსიდირება შეიძლება იყოს.
დიდი ალბათობით მეფრინველეობაში ფასები ყველა მიმართულებით გაიზრდება, რადგან ძირითდი ფასის განმსაზღვრელი არის მარცვლეული კულტურები, რომლისაც წელს ისედაც ცუდი მოსავალი იყო და საკმოდ დიდი ფაასი ადევს, ამას ემატება ლარის გაუფასურება, გამორიცხული არის რომ ახალ მოსავლამდე რამე რესურსი გამოიძებნოს რომ მარცვლეული გაიაფდეს, ერთადერთი გამოსავალი მარცვლეულის შესყიდვაზე, მთავრობის მხრიდან სუბსიდირებაა, ან დღგ–ს მოხსნით დახმარებაა, რასაც სხვა ქვეყნები აკეთებენ. – ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი, მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერთან შედარებით, ხორბლის ფასმა 30%–ით მოიმატა, ლარი გაუფასურებას განაგრძობს.