სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე: „ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა. კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: ა. პრეზიდენტს; ბ. მთავრობას; გ. 30 დეპუტატს; ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება. რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად”..