„მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის,“ – განაცხადა დღეს, 22 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ კაზიონების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, სწორედ ეს ადამიანები რომლებზეც ახლა ვსაუბრობდი და არა მხოლოდ ისინი, ჩვენი ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხდა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე წარმოვადგენთ”, – ამბობს პრემიერი.
ამასთან, პრემიერის თქმით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მხიედვითაც პირველ ეტაპზე ონლაინკაზიონებს გადასახადი გაეზრდებათ, ასაკი 25 წლამდე აიწევს, რეკლამა კი აიკრძლება. მეორე ეტაპზე კი ონლაინკაზინოები შეიძლება საერთოდ აიკრძალოს.
„მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათი აბსოლიტური უმრავლესობა დღეს უკვე არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში, მილიარდ 500 მილიონი, აქედან 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი რომლებიც არ მუშაობენ, ამიტომ პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავკრძალოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონალინ კაზიონები, აი, ეს ხედვა მაქვს”, – ამბობს პრემიერი.