“მიგვიწვიეს, მაგრამ უარი ვთქვით” – ევროკავშირის ელჩის ბოიკოტი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრებებს პარლამენშტი, არ ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში. ამის მიზეზად კარლ ჰარცელი გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობას ასახელებს და ამბობს, რომ პროცესი უნდა დაპაუზდეს:

“ჩვენ მიგვიწივეს პარლამენტში, რათა დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენას დავსწრებოდით, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რაზედაც აპრილის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარს და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს წუხილი, რომ არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და არც ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობებს.

არსებობს პრობლემები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ასევე ვნახეთ ოდირის შეფასებები მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ისევ იმ აზრზე ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ პაუზა ამ პროცესში არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება” – ამბობს ჰარცელი.

​გასაუბრებებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი. იურიდიული კომიტეტის წევრები დღეს შეკითხვებს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსვამენ, ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, ვინც 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების საქმეზე აქტივისტები პასუხისგებაში მისცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share